,,უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი”- სტივ ვიტკოფი

4
spot_img

უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა სულ რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფმა განაცხადა. მის სიტყვებს Clash Report ციტირებს.

„მე მჯერა, რომ პუტინი კეთილსინდისიერად მოქმედებს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ცეცხლის სრულ შეწყვეტას უკრაინაში რამდენიმე კვირაში“, – განაცხადა ვიტკოფმა.

ვიტკოფმა დასძინა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობა აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ მოხდება.