რუსეთის მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი უკრაინაში დაიღუპა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ზავადსკი ე.წ. სპეციალური ოპერაციის ზონაში საბრძოლო პოსტზე დაიღუპა.
საგამოძიებო საინფორმაციო გამოცემის, iStories-ის ცნობით, ზავადსკი არის მეშვიდე გენერალი და მე-12 უფროსი ოფიცერი, რომლის გარდაცვალებაც რუსეთმა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ დაადასტურა.