
უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლის თანახმადაც ომის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იკრძალება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დადგენილებას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ფუნქციონირება გამგეობებისა და საკრებულოების დონეზე უწყვეტად უნდა ხდებოდეს.
დადგენილებით მოქმედი მერებისა და საკრებულოების უფლებამოსილების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მანამ, სანამ მშვიდობიან პერიოდში ახალი არჩევნები არ ჩატარდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში ბოლოს 2020 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა.