
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის. ამის შესახებ მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში არის სერიოზული გამოწვევა ევროპისთვის და გამოყო მოლდოვა, რომელიც რუსული საფრთხის წინა ხაზზე იმყოფება და რომლის საჰაერო სივრცეც რეგულარულად ირღვევა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაგმო რუსეთის მხრიდან სულ უფრო აშკარა დესტაბილიზაციის მცდელობები მოლდოვაში და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებში.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, რათა გავზარდოთ მოლდოვის მდგრადობა უცხოური ჩარევის მიმართ“, – განაცხადა მაკრონმა.