გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის. გერმანული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა უკრაინას ჰქონდეს დამცავი ფარი, რომელიც დაიცავს ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზამთრის პერიოდში, ვინაიდან რუსეთის სამიზნეს კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.