,,უკრაინაში მიმდინარე ომი ამერიკის ომი არ არის”- მარკო რუბიო

4
spot_img

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე გადაერთვება, თუ გადაწყვეტს, რომ უკრაინის საკითხის დარეგულირებაში პროგრესი არასაკმარისია.

„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. ჩვენ დიდი დრო და ძალისხმევა დავხარჯეთ ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას მანამ, სანამ წინსვლის რეალური გზა იარსებებს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„თუ რაღაც ეტაპზე მივხვდებით, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან შორსაა ერთმანეთისგან და საკმარისი პროგრესი არ არის, შეიძლება იძულებულნი გავხდეთ, სხვა პრიორიტეტებზე გადავერთოთ, რადგან მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება“, – განაცხადა მან.

მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ამერიკის ომი არ არის.

„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი. ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ, რომ ის დასრულდეს. იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია რუსეთსა და უკრაინაზე. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ერთმანეთთან დაახლოება სურთ, და ჩვენ უნდა დავინახოთ პროგრესის ნიშნები“, – დასძინა მან.