
უკრაინასა და რუსეთს შორის საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ცხედრების გაცვლა მომავალ კვირას არის დაგეგმილი, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
ცხედრები გაცვლაზე მხარეები სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ.
„სტამბოლში მოლაპარაკებების შედეგად რეპატრიაციული ღონისძიებების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირას, რის შესახებაც უფლებამოსილი პირები ინფორმირებული იყვნენ ჯერ კიდევ სამშაბათს“, – განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, უკრაინა იცავს შეთანხმებულ პირობებს, საინფორმაციო ზეწოლისა და ცალმხრივი გადაწყვეტილებების თავს მოხვევის მცდელობების მიუხედავად.
მან ცინიკური უწოდა რუსი პროპაგანდისტების სპეკულაციებს ადამიანური ტრაგედიის თემებით, რომლებთანაც მათ აქვთ კავშირი.
მანამდე, რუსეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ ზორინმა განაცხადა, რომ მოსკოვი კიევისგან ელოდება დადასტურებას, რომ ცხედრების გადაცემა შედგება.
მისი თქმით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, რუსულმა მხარემ გაცვლის ზონაში ცხედრების პირველი ნაწილი – 1212 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკვე გადაიტანა.