,,უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ხელმოწერილი იქნება 24 საათის განმავლობაში”- უკრაინის პრემიერი

3
spot_img

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ხელმოწერილი იქნება 24 საათის განმავლობაში.

„დიახ, დღეს იულია სვირიდენკო, პირველი ვიცე-პრემიერ-მინისტრი, ვაშინგტონში გაემგზავრება. ჩვენ უკვე საბოლოო დეტალებს ვაზუსტებთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან“, – აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის სტრატეგიული შეთანხმება პარტნიორული საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ – „თანასწორუფლებიანი, კარგი საერთაშორისო შეთანხმება ერთობლივ ინვესტიციებზე და უკრაინის განვითარებასა და აღდგენაზე“.

„როგორ კი ყველა საბოლოო დეტალი დამუშავდება, უახლოეს მომავალში – იმედი მაქვს, უკვე უახლოეს 24 საათში – შეთანხმება ხელმოწერილი იქნება და ჩვენ პირველ ნაბიჯს გადავდგამთ. შემდეგ ამ შეთანხმებას მოჰყვება კიდევ ორი ტექნიკური, აღმასრულებელი შეთანხმების ხელმოწერა – უშუალოდ ფონდის შექმნისა და მისი დაფინანსებისა და შევსების შესახებ“, – განაცხადა მან.