უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში მივაწვდით – შოლცი

19
spot_img

უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში მივაწვდით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის არმიის ყველაზე აუცილებელი საჭიროება ახლა საბრძოლო მასალა, იარაღი, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებია. ამიტომ, უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემას, IRIS-T-ისა და Gepard-ის დანადგარებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას გადავცემთ“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ძლიერი და თავისუფალი ევროპული უკრაინა „რუსულ იმპერიალიზმს დაამარცხებს“.

ოლაფ შოლცმა კონფერენციაზე დამსწრე სახელმწიფოებს მოუწოდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის შესახებ გერმანიის ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

შეგახსენებთ, დღეს ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენცია დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.