,,უკრაინას კურსკის ოლქში ფინური იარაღის გამოყენება შეუძლია”- ფინეთის პრეზიდენტი

10
spot_img

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია კურსკის ოლქში ფინური იარაღის გამოყენება.

„ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს იმაზე, თუ რა იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და რა გზით. ამოსავალი წერტილი ისაა, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავისი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ფინეთის სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ უკრაინელ სამხედროებს უფლება აქვთ კურსკის ოლქის სიღრმეში შევიდნენ, რადგან რუსეთი რეგულარულად ბომბავს კიევს და უკრაინის დიდი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.