უკრაინას არაფერი ესაქმება ვილნიუსის სამიტზე, თუ NATO-ში გაწევრიანების პირობას არ მიიღებს – ზელენსკი

87
spot_img

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში, NATO-ს სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, თუ ამის შემდეგ, უკრაინა კონკრეტულ სიგნალს არ მიიღებს იმის შესახებ, თუ როდის შეძლებს ქვეყანა, შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

„ნატოს ზოგიერთ ქვეყანას იმდენად ეშინია რუსეთის, რომ მზად არ არიან, უკრაინა ბლოკის შემადგენლობაში იხილონ. თუ ვერ შეგვამჩნევენ და რაიმე სიგნალს არ მოგვცემენ ვილნიუსში, მიმაჩნია, რომ უკრაინას არაფერი ესაქმება ამ სამიტზე“, – აცხადებს ზელენსკი. 

როგორც ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აღნიშნა, მას ესმის, რომ უკრაინა ნატოს ვერ შეუერთდება, სანამ ომი მიმდინარეობს, მაგრამ მისივე თქმით, კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის მოსმენას, რომ უკრაინა ომის შემდეგ შეძლებს ბლოკში გაწევრიანებას.

„ჩვენ გვესმის, რომ ამ ომის განმავლობაში ნატოსა თუ უსაფრთხოების რომელიმე სხვა მსხვილ გაერთიანებაში ვერ შევალთ, თუმცა მითხარით, რამდენ სიცოცხლედ ღირს ვილნიუსის სამიტზე ერთი ფრაზა: „ამ ომის შემდეგ, უკრაინა ნატოში იქნება“, მას შემდეგ, რაც უსაფრთხო იქნება?“, – ამბობს ზელენსკი.