,,უკრაინამ და აშშ-მა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მოლაპარაკებებში”-  იულია სვირიდენკო

19
spot_img

უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმების თაობაზე დიალოგში არსებითი გარღვევა მოხდა.

„ჩვენმა ტექნიკურმა გუნდებმა ძალიან საფუძვლიანად იმუშავეს შეთანხმებაზე – არის არსებითი პროგრესი, იურისტებმა სწორი აქცენტები გააკეთეს შეთანხმების პროექტში, მადლობა ორივე გუნდის მომლაპარაკებლებს“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, არსებობს შეთანხმება ამერიკულ მხარესთან, რომ ეს პოზიტიური მომენტი შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმში დაფიქსირდეს.

„უახლოეს მომავალში ვემზადებით შეთანხმების ფორმალიზაციის დასასრულებლად“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, გუნდები კვლავ იმუშავებენ შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზე, თუმცა ბევრი რამ უკვე დამუშავებულია.