უკრაინამ შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დახმარებით, რუსეთის საზღვრის გასწვრივ 12 საიდუმლო ბაზა განათავსა. New York Times-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ ჯაშუშური ქსელი 8 წლის წინ შეიქმნა, 12-ვე ბაზა ფაქტობრივად სრულად ამერიკის დაზვერვის ცენტრალური საქართველოს მიერაა აღჭურვილი და ვაშინგტონიდან ფინანსდება.
ბაზები მიწისქვეშა ბუნკერებშია განთავსებული, საიდანაც მიყურადების საშუალებით, რუსეთზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს. სტატიაში ნათქვამია, რომ კიევისა და ამერიკული დაზვერვის მჭიდრო თანამშრომლობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის დაზვერვამ პუტინს აცნობა, რომ უკრაინას ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების პლაცდარმად გადაქცევას ცდილობენ.