
უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე, ახლა პრეზიდენტს პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში ზელენსკისთან რომში გამართული შეხვედრის შემდეგ დაწერა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან პოზიტიური საუბარი ჰქონდა.
„უკრაინაში ომის დასრულება არის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპთან. უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს მე ეს დამიდასტურა. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან მუშაობა ამის შესასრულებლად. ახლა პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ამ ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინაში სრულ და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ემანუელ მაკრონთან განიხილა ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისკენ გზა და ამის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობა.