,,უკრაინა არ მოაწერს ხელს 1940 წლის ფინეთის მსგავს სამშვიდობო შეთანხმებას”-კულება

74
spot_img

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა უარყო. ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ სანტანდერში პელაიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ონლაინ ლექციის დროს განაცხადა.

კულებამ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევის მხარდაჭერას. მისი აზრით, ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ „მსოფლიო ისწავლა წარსულის შეცდომებზე“.

მინისტრის თქმით, უკრაინა არ მოაწერს ხელს 1940 წლის ფინეთის მსგავს სამშვიდობო შეთანხმებას.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს წევრობის სანაცვლოდ უკრაინის გარკვეული ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის სტიან იენსენის განცხადებას გამოეხმაურა.

„ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატოში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ“, – განაცხადა ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.