მიუხედავად იმისა, რომ მიშას პრეზიდენტობისა და მისი მთავრობის თანამედროვე ვარ, ყველაფერი ვიცი, თუ რა სისაძაგლეს ჩადიოდა ეს ადამიანი და წესით არაფერი არ უნდა გამკვირვებოდა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ანუ სააკაშვილის მტრობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, მაინც ზენიტში იყო, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვინც დღეს „ნაცმოძრაობის“ და იმ ოპოზიციის მხარდამჭერია, რომლებიც ერთობლივად იბრძვიან „გმირი მიშას“ გადასარჩენად, უკლებლივ ყველა საქართველოს დაუნდობელი მტერია.
„სააკაშვილმა, როდესაც პრეზიდენტი იყო, თავის პირსისხლიან გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის სისხლით და ასობით გვამით მილიარდები იშოვა. ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცების სისხლით, 150 სოფლის, კოდორის ხეობის, მთელი ქართული ეკონომიკის რუსეთისთვის მიყიდვის ფულით, დღეს ისევ ცდილობენ, რომ საქართველოში სისხლის გუბეები მეორედ დააყენონ. ვისაც დღეს სააკაშვილი მოსწონს, ვინც დღეს „ნაცმოძრაობის“ და იმ ოპოზიციის მხარდამჭერია, რომლებიც ერთობლივად იბრძვიან „გმირი მიშას“ გადასარჩენად, უკლებლივ ყველა, პატარა თუ დიდი, მოხუცი თუ პატარა, არის საქართველოს დაუნდობელი მტერი – ამ განცხადების უფლება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მაქვს.
წაიკითხონ – ეს არის FARA-ს კანონით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე დადებული ინფორმაცია, ფაქტები და დოკუმენტები, რომელიც სიმართლეს ასახავს. ეს ის კანონია, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩმა რუსულად მონათლა. როგორ შეიძლება ვინმემ ასე მოგატყუოს, სულ მცირე, წერა-კითხვა თუ იცი? თუ ინგლისური არ იცი, სხვას გადაათარგმნინე – როგორ შეიძლებოდა ჩვენს მიერ, FARA-ს საფუძველზე შექმნილი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული ეწოდებინათ იმ რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც ეს გააკეთეს? დღეს მაინც ხომ მიხვდნენ, რა მნიშვნელოვან კანონს აინიცირებდა „ხალხის ძალა“. მართალია, ეს კანონი არ მიგვაღებინეს, მაგრამ მადლობა ისევ ამერიკას და იმ საუკუნის წინანდელ ხელისუფლებას, რომელმაც FARA-ს კანონი მიიღო თავის დროზე, რომელიც არ შეუცვლიათ, პირიქით, გაამკაცრეს და სწორედ ამ ამერიკული კანონის წყალობით (რომლის მიღებაც საქართველოში გვინდოდა), გავიგეთ სიმართლე. თურმე, რამხელა ბოროტებას, მტრობას სჩადიან ქვეყნის წინააღმდეგ.“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.