ხონში სოფელ ნახახულევში რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა.
პოლონელი ტურისტების მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა და წყლის არხში ჩავარდა.
დაშავებულია 19 ადამიანი.
მძღოლის თქმით, მას უეცრად თვალებში დაუბნელდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ინფორმაციას, მეგა ტვ ავრცელებს.