ეს ცრუ პატრიოტიზმი არახამიამ მოუყვეს სოჭელებს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. რუსეთშია დაბადებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ახლა გამოიყვანეს, ეტყობა დაფინანსებულია და მორიგი ტალღაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეტყობა ახლა ახალს ამზადებენ. ეს არის ამათი სცენარი. ვინ ჰკითხავს არახამიას კანდიდატის სტატუსის მიცემას. ასეთი უავტორიტეტო ადამიანია და ახლა თურმე ეს გვილაგებს შიგნით ვინ გარეთ იყოს, ვინ შიგნით და ესე იგი სასამართლოს მითითებებს აძლევს?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას, მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს არ წახვიდეო, ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები“, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ საქართველოში ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში. არქახამიას განცხადებით, მოქმედი მთავრობა რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა.