რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა წყნარ ოკეანეში ერთობლივი სწავლება „ურთიერთმოქმედება 2024“ დაიწყეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„წყნარი ოკეანის ფლოტისა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო გემების ერთობლივი ჯგუფი ვლადივოსტოკიდან ზღვაში გავიდა რუსულ-ჩინური ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება „ურთიერთმოქმედება 2024“-ში მონაწილეობის მისაღებად. ბაზიდან გამოსვლამდე საბრძოლო გემების ჯგუფის ეკიპაჟის საზეიმო მოწყობა მოხდა, რომლის დროსაც თითოეული მხარის მეთაურმა ორმხრივი სწავლების დაწყება აცნობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ერთი კვირის განმავლობაში იაპონიის ზღვის აკვატორიაში რუსული და ჩინური გემები ჰაერიდან, წყლიდან და წყლის ქვემოდან მოწინააღმდეგის თავდასხმის მოგერიებაში, ერთობლივ მანევრირებაში და დაუცველ რეიდზე დგომის დროს თავდაცვაში ივარჯიშებენ.
გემების ეკიპაჟები საარტილერიო სროლებსაც გამართავენ, აგრეთვე ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების გამოყენებით რამდენიმე ვარჯიშს ჩაატარებენ.