წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება აღევლინება და სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება – საპატრიარქო

4
spot_img

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგდოებასთან ურთიერთობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ხვალ, დავითობასთან დაკავშირებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში და თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

„09:00 საათზე – დავითობის წირვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში;
10:00 საათზე – დავითობის წირვა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში;
10:00-13.30 საათზე – მცხეთასა და თბილისში დავით აღმაშენებლის სახელობის ხეივნისა და ქუჩების კურთხევა, მოსახლეობის დალოცვა;
12:00 საათზე – მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში, სამღვდელოების პარაკლისი დიდგორის ველზე მდებარე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში; პარაკლისის შემდეგ ლოცვითი მსვლელობა მრევლთან ერთად მეფე დავითის მონუმენტამდე;

13:00 საათზე – თბილისის შემოსასვლელში მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის სამეფო გვირგვინით შემკობა;
13:30 საათზე – ლოცვითი მსვლელობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან (24 საჯარო სკოლის ტერიტორია) სამების საკათედრო ტაძრამდე და სამშვიდობო პარაკლისი.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე გაიმართება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.