ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალს, რომლებმაც ცესკო-ს მიმართეს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციას შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა. ესენია:
„გახარია საქართველოსთვის“ – ნომერი 25.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (შემოკლებული დასახელება მპგ „ქართული ოცნება“) – ნომერი 41.
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – ნომერი 9.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება „გირჩი“) – ნომერი 36.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ (შემოკლებული დასახელება „ერთიანობა-ენმ“) – ნომერი 5.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (შემოკლებული დასახელება „საქართველოს პატრიოტები“) – ნომერი 8.
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – ნომერი 4.