
ესეც არის საინფორმაციო ჰიბრიდული თავდასხმის ნაწილი, რომელიც „ენჯეოებსა“ და მედიას შორის არის შეთანხმებული. ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელმა გაავრცელა ეს ვიდეო და შემდეგ აიტაცა პარტიულმა მედიამ, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს.
„ეს არის ჩვეულებრივი, ორკესტრირებული თავდასხმა საქართველოზე ჰიბრიდული მეთოდებით. ამ უბედურებაში, როდესაც ვუყურებთ ჩვენს თვალწინ როგორ ღალატობენ საკუთარ ქვეყანას, გარკვეული სარგებელიც არის, ვინაიდან ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ პირდაპირ ვიხილოთ და გამოვააშკარაოთ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მტრობენ.
წელიწადში ერთხელ ეს ადამიანი (ბესარიონ ალავიძე) გამოჰყავთ, რაღაცებს იტყვის, რას საუბრობს ნახევარს ვერავინ იგებს. აბსურდის თეატრია და ეს ყველაფერი არასერიოზულია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ყოფილ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს, რომელიც უკვე ორი დღეა, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდის სქემაშია ჩართული, არც უმაღლესი განათლების დამდასტურებელი დიპლომი აქვს და არც იურიდიული განათლება. ამ საკითხზე წლების წინ ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი საუბრობდა.
ალავიძეს ოპოზიცია მეორე დღეა, ამეორებინებს ძველ ისტორიას, რომელსაც ოპოზიციის კონტროლირებადი მედიები აქტიურად აშუქებენ. საუბარია 2022 წლით დათარიღებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც ყოფილი მოსამართლე ზეწოლის ფაქტებზე და „სასამართლო კლანზე“ საუბრობს.
ბესარიონ ალავიძე სკანდალში ჯერ კიდევ 2013 წელს გაეხვა, როდესაც მისი კვალიფიკაცია ეჭვქვეშ დადგა.