ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა-დმიტრო კულება

124
spot_img

უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა.

„ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა – მას [პუტინს] ყოველთვის სურდა პრობლემების პირდაპირი აშშ-თან გადაწყვეტა, ევროპელების ან სხვა მხარეების გარეშე. მისი აზრით, ეს ნიშნავს მოსკოვის თანასწორობისა და სიდიადის აღიარებას. თუმცა, ტრამპის მიზანი არა პუტინის, არამედ საკუთარი სიდიადეა, და სადაც საჭირო გახდება, ის პუტინზე ზეწოლასაც არ მოერიდება“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მისი აზრით, ის, რომ აშშ-მ და რუსეთმა პირდაპირ საუბარი დაიწყეს, არ ნიშნავს, რომ მათ შეთანხმებას მიაღწიეს.

მეტიც, კულება დარწმუნებულია, რომ ევროპამ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიატოვა იგი. მისი აზრით, ეს კარგია როგორც ევროპისთვის, ასევე უკრაინისთვის.