,,ტრამპმა ომის დასრულებასთან უფრო ახლოს მიგვიყვანა, ვიდრე ოდესმე ვიყავით”-სტარმერი

4
spot_img

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების ალასკაში შეხვედრამ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლებლობა ისე მოაახლოვა, „როგორც არასდროს“. ამის შესახებ Sky News-ი წერს.

ალასკის სამიტთან დაკავშირებით თავის განცხადებაში კირ სტარმერმა შეაქო ტრამპის ლიდერობა ომის შეჩერების მცდელობაში.

„პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევამ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის დასრულებასთან უფრო ახლოს მიგვიყვანა, ვიდრე ოდესმე. მისი ლიდერობა მკვლელობების დასრულებისკენ სწრაფვაში ქებას იმსახურებს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა. 

მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ზელენსკის მონაწილეობით შემდგომი მოლაპარაკებები, რადგან „უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა მის გარეშე ვერ გადაწყდება“.

სტარმერმა დასძინა, რომ უკრაინისთვის ევროპისა და აშშ-ის მიერ გაცემული უსაფრთხოების გარანტიები კრემლის შემდგომი აგრესიის შეკავებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ რუსეთის საომარ მანქანაზე სანქციებით ზეწოლის გაზრდას იქამდე, ვიდრე პუტინი ომს არ შეწყვეტს.