ტრამპმა მაიკ უოლცი გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარადგინა

8
JPG resized with https://ezgif.com/resize
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს. ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უოლცს „გაერო-ში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მაიკ უოლცს წარვადგენ გაერო-ში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად. სამხედრო სამსახურიდან დაწყებული, კონგრესში მუშაობისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციის ჩათვლით, მაიკ უოლცი მუდამ ბეჯითად მუშაობდა ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად. ვიცი, რომ იმავეს გააკეთებს თავის ახალ როლშიც. დროებით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას, სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად. ერთად განვაგრძობთ დაუღალავ ბრძოლას, რათა ამერიკა და მსოფლიო კვლავ უსაფრთხო გავხადოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის!“, – წერს დონალდ ტრამპი.