ტრამპმა კვლავ მოუწოდა OPEC-ს, დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი

3
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC), დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.

„ამის [უკრაინაში ომის] სწრაფად შეჩერების ერთ-ერთი გზა ნავთობის ფასების დაწევაა. ასე რომ, OPEC-მა უნდა შეამციროს ნავთობის ფასები. მაშინ ეს ომი დაუყოვნებლივ შეწყდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.