ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მასკის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხებზე

1
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან, რომლის ხელმძღვანელი ილონ მასკია. ინფორმაციას თეთრის სახლი ავრცელებს.

„სააგენტოს თითოეულმა ხელმძღვანელმა უნდა შეიმუშაოს გეგმა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, რათა შექმნას გარანტიები, რომ ახალი დანიშვნები მოხდება იმ სფეროებში, სადაც ახალ კადრებზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია“, – წერია ბრძანებაში.

ტრამპის გადაწყვეტილების თანახმად, ადამიანის სამსახურში აყვანის გადაწყვეტილება მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან კონსულტაციების შედეგად უნდა ხდებოდეს.

ამასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანება უკრძალავს სააგენტოებს შეავსონ ისეთ ვაკანსიები, რომლებიც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის აზრით არ არის საჭირო.