ტრამპი პუტინს სანქციებით ემუქრება, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს

2
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სანქციებს დაუწესებს, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან ერთად, ტრამპს არ უსაუბრია იმაზე, თუ კონკრეტულად რა სანქციებს გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეერთებულმა შტატებმა უკვე შემოიღეს რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციები 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში შეჭრის გამო.

ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაციაც განიხილავს უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხს, თუმცა, მისი აზრით, ევროკავშირმა კიევის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს.

„ჩვენ ვესაუბრებით ზელენსკის. ჩვენ ვაპირებთ ვესაუბროთ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მალე. ჩვენ განვიხილავთ ამას“, – ციტირებს ტრამპს Reuters-ი.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მოუწოდა ჩაერიოს კონფლიქტში და შეაჩეროს ომი უკრაინაში.