
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი.
„ვფიქრობ, თუ ჩვენ ჭკვიანად მოვიქცევით, მის დასრულებას რამდენიმე კვირაში შევძლებთ. ხოლო თუ ჭკვიანად არ მოვიქცევით, ის გაგრძელდება და ჩვენ სულ უფრო მეტ ახალგაზრდა, შესანიშნავ ადამიანს დავკარგავთ, რომლებიც არ უნდა კვდებოდნენ“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აგრეთვე დასძინა, რომ თუ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ვერ მოხერხდება, ის, შესაძლოა, „მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს“.
მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთს სურს მიიღოს მონაწილეობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, რის შემდეგაც „ომი უნდა დასრულდეს“.