
„ნება მომეცით ახალი ამერიკული ეპოქის ჩემეული ხედვა გაგაცნოთ“, – ასე იწყებს თავის სტატიას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ექს-მინისტრი ბენ უოლესი, რომელიც ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 5 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სათაურით „ტრამპი და ვენსი ჭკვიანები და გონიერები კი არა, უმეცრები და უვიცები არიან“.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი, როგორც ჩანს, ყველაფერში თვითონ არიან დარწმუნებულნი, რასაც ლაპარაკობენ. ისინი არ ხუმრობენ, როცა ამბობენ, რუსეთის საფრთხეს არ წარმოადგენს. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ამერიკამ ნატო უნდა დატოვოს და რომ გრენლანდია აუცილებლად უნდა მიიერთონ. მათი აზრით, მსოფლიოში მხოლოდ ამერიკას, რუსეთს და ჩინეთს აქვთ მნიშვნელობა. ისინი ბრიტანეთს ევროპისაგან გარიყულ ქვეყნად თვლიან. მათი აზრით, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ვინც ძლიერია, მართალიც ის არის. დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის ლოზუნგის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ (ანუ MAGA – „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) რეალიზებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ოპონენტების, სასამართლოსა და მასმედიის შეზღუდვას. მათთვის ფაქტები მონაგონია, ხოლო მონაგონი – ფაქტები. ამერიკას განზრახული აქვს ევროპიდან თავისი ჯარები გაიყვანოს, პუტინის გულის გასახარებლად. ისინი თანხმდებიან უკრაინის განადგურებაზე, ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად.
„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სხვა ქვეყნებზე შურისძიებას ნიშნავს. ტრამპსა და ვენსს თაკერ კარსონის ყოველი ტყუილი სინამდვილე ჰგონიათ. თუ ამერიკა ჩაიკეტება და საკუთარ ნაჭუჭში მოექცევა, საკუთარ თავს ვკითხოთ: ვისთვის არის ეს სასარგებლო? თუ ნატოში განხეთქილება მოხდება, როგორ იქნება ალიანსი ავტორიტეტული და სხვებისთვის სასურველი ორგანიზაცია? ვინღა დაუჭერს მხარს სახელგატეხილ ნატოს?
გარწმუნებთ, რომ ამით დასავლეთში არავინ მოგებული არ იქნება. სამაგიეროდ, რეალური მოგება ექნებათ რუსეთს, ჩინეთს და მსოფლიოს ყველა ჯურის ექსტრემისტებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ამერიკას თავის უპირველეს სამიზნედ თვლიდნენ. ისინი ნადირობენ არა ევროპაზე, არამედ ძია სემზე. პუტინი – კაცი, რომელიც თავისი ცხოვრების განმავლობაში დასავლეთს ევრძოდა, დონალდ ტრამპის მეგობარი ხდება. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მათ არ დავიწყებიათ ის დამცირება, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის სედეგად გადაიტანეს. რუსეთს დასავლეთის ქვეყნებს შორის განხეთქილება შეაქვს – კრემლი ამას ყველანაირად ცდილობს.
ჩინეთი გახარებული იქნება დღევანდელი მსოფლიო წესრიგის დემონტაჟით. ტაივანის გამო ყველაფერი, რამაც ამერიკა ნამდვილად დიდებულ და მდიდარ ქვეყნად გადააქცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაფერი პოტენციურ კოცონზეა დაწყობილი დასაწვავად. დღეს ჩინეთს ტაივანის სრუტის გადალახვა [და კუნძულზე თავდასხმა] ყველაზე იოლად შეუძლია.
არ ვიცი, რეალიზდება თუ არა ეს ყველაზე უარესი სცენარი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს არ მოხდება. დონალდ ტრამპი გააცნობიერებს, რომ ყველა წააგებს, თუ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ იზოლაციონიზმის სიმბოლო იქნება. იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი მიხვდებ, რომ მეგობრებს „უბილეთო მგზავრები“ არ უნდა უწოდოს და ყველას ყველაფერში ფულის გადახდა მოსთხოვოს. ეს ისეთ განხეთქილებას და უტანხმოებას იწვევს, რომლის გამოსწორება ზალიან რთულია.
მე ასევე იმედი მაქვს, ჩვენ, ატლანტიკის აქეთ ნაპირზე მცხოვრებნი, არ დავივიწყებთ, რომ ამერიკა მხოლოდ ერთი, დღევანდელი პრეზიდენტი არ არის. შესაძლოა ჯეი დი ვენსს ეწყინოს, მაგრამ ყველა ამერიკელი მისებურად არ ფიქრობს.
სამწუხაროდ, ამჟამად შემაშფოთებელი დროა დამდგარი. ჩვენ საკმაოდ შორს ვართ რონალდ რეიგანისა და მარგარეტ თეტჩერის ეპოქიდან. ყველა ჩვენთაგანისათვის სახიფათოა ის, რომ ოვალური კაბინეტის ახალი ბინადრები არასწორ განცხადებებს აკეთებენ და რაც სოციალურ ქსელებში იწერება, ბოლო ჭეშმარიტებად თვლიან.
ჩვენ თავის დროზე უარი ვთქვით Twitter-ით სარგებლობაზე. ერთმა ამერიკელმა მაგნატმა კერძო საუბარში მისაყვედურა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება სოციალური ქსელების რეგულირებას ცდილობს. როცა მე უშიშროების მინისტრი ვიყავი, საოცარი ფაქტები გავიგე – სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ხდებოდა ათასობით ადამიანის გადაბირება „ისლამური სახელმწიფოსგან“ და „ალ-ქაიდას“ მიერ.
ირონია იმაში გამოიხატება, რომ სწორედ ის სოციალური ქსელები, რომლებსაც MAGA იყენებს „ამერიკისათვის ძველი დიდების დასაბრუნებლად“, სინამდვილეში მას ასუსტებს და შლის.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჩვენგანს უფლება გვაქვს თავისუფლად გამოვთქვათ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მოქმედებასთან მიმართებით, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სწორად იქცევა, როცა იგი თეთრი სახლის მიმართ რბილ დამოკიდებულებას იჩენს. მეორევადიან დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აღზდა ჭირდება, რბილი მეთოდებით, იგი არ უნდა ვლანძღოთ.
მოდით, დონალდ ტრამპზე ვიმსჯელოთ მისი პრაქტიკული ნაბიჯების შედგებით და არა იმ ხმამაღალი განცხადებებით, რომლითაც ყოველი მთავრობა იწყებს თავის საქმიანობას. ჩვენ უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს, თუმცა, უნდა ვემზადოთ უარესისთვისაც.