
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების მოლაპარაკება და 6 მარტს სავარაუდოდ, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
„აღვნიშნე, რომ იმედი მაქვს, მოლაპარაკებებს დავიწყებთ, რადგან ეს ბევრად უკეთესი იქნება ირანისთვის. ვფიქრობ, მათ სურდათ ამ წერილის მიღება, რადგან ამის ალტერნატივაა, რომ ჩვენ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ვინაიდან ვერ დავუშვებთ კიდევ ერთ ბირთვულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ტრამპმა.