უპრეცენდენტო ტყის ხანძრები ჰავაიზე – CNN

129
spot_img

ჰავაის დიდ კუნძულზე და მაუიზე გაჩენილი უპრეცენდენტო ტყის ხანძრების გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მაშველები და მოსახლეობა ოკეანეში გადახტომით შველიან თავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჰავაის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფიციალური პირის თქმით, ქარები, რომლებიც დაკავშირებულია მე-4 კატეგორიის ძლიერ ქარიშხალ „დორასთან“, რომელიც ჰავაის სამხრეთით ასობით მილის მანძილზე გადის, კუნძულებზე ხანძრის გაღვივებას ხელს უწყობს.

„ჩვენ განვიცადეთ საშინელი კატასტროფა ტყის ხანძრის სახით, რომელიც ფართოდ გავრცელდა რეგიონში ქარიშხლის ქარისა და გვალვის პირობების შედეგად“, – განაცხადა ჰავაის გუბერნატორმა.

ამჟამად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც ჰავაის გუბერნატორი აღნიშნავს მოლოდინი არის, რომ ხანძარს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.

მაუის დასავლეთ მხარეს, 911-ის სერვისი ამჟამად გათიშულია. ძლიერი ქარის შედეგად ჩამოგდებული მობილური ანძების გამო, კომუნიკაცია ფაქტობრივად ვერ ხერხდება. საავადმყოფოები კი დამწვრობის დაზიანებების მქონე ადამიანებითაა გადატვირთული.