ტიბეტის მთიან რეგიონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას BBC-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, რომელმაც ყველაზე მეტად ტიბეტის წმინდა ქალაქი შიგაცე დააზარალა, დაშავებულია 62 ადამიანი.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო კადრებში ჩანს დანგრეული სახლები და სხვა შენობები. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ და ადგილობრივებს სქელ საბნებს ურიგებენ.