თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა ან ხალხის ნების არცოდნაა, ან მისი ფეხზე დაკიდება, ან ბიძინას სასარგებლო იდიოტობა, ან მისი აგენტობა -ნიკა გვარამია

46
spot_img

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა ან ხალხის ნების არცოდნაა, ან მისი ფეხებზე დაკიდება, ან ბიძინას სასარგებლო იდიოტობა, ან ბიძინას აგენტობა, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, ერთადერთი ვარიანტს განიხილავენ, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„იმედი მაქვს, არ მოინახება არცერთი ოპოზიციური პარტია (და ოპოზიციური პარტია მხოლოდ 5%-ბარიერგადალახული არაა), რომელიც, რომელიმე საფუძვლით, თვითმმართველობის არჩევნებზე გასულთა შორის აღმოჩნდება.

ჩვენი კოალიციისთვის კი ერთადერთი ვარიანტი არსებობს: ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციით, და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დანარჩენი ბიძინას თამაშებია და უკანა რიცხვით მისი რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება.

პ.ს. ფბ-ზე დამირეპორტეს ყველა ვიდეო, მათ შორის, გუშინ დადებული ვიდეო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვინ არეპორტებს ყველაფერს, რომ პოსტების გავრცელება შეგვეზღუდოს“, – წერს გვარამია.