თურქეთში უკრაინის ელჩი: თურქეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში განიხილავს

7
spot_img

თურქეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს, სულ მცირე, შავი ზღვის ომის შემდგომ განაღმვით სამუშაოებში. ანკარა, ასევე, განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, – ამის შესახებ RBC-Ukraine, თურქეთში უკრაინის ელჩის ნარიმან ჯელალის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„გუშინ შევხვდი თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. თურქეთი მზადაა, უახლოეს მომავალში შეუერთდეს შავი ზღვის განაღმვით სამუშაოებს“, – აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, თურქეთი იმ 10 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომლებიც უკვე პოტენციურად მზად არიან სამხედრო პერსონალი გაგზავნონ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ფარგლებში.

„ჩვენ მივესალმებით თურქეთის მხრიდან ასეთ ნაბიჯებს“, – დასძინა ელჩმა.