თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

20
spot_img

თურქეთში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა მარდინისა და დიარბაქირის რაიონებში. თურქული მედიის ცნობით, დაშავებულია 78 ადამიანი, რომელთა შორის ხუთი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

ამასთან, ხანძრის შედეგად დაღუპულია ასობით შინაური ცხოველი. ამჟამად ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ხანძარი ელექტროგადამცემი ხაზიდან გაჩნდა, საიდანაც ცეცხლი რამდენიმე დასახლებულ პუნქტში სწრაფად გავრცელდა. ასევე, გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო ზონაში მომკილი მარცვლეულის ღეროებს, ე.წ. ნამჯას გაუჩნდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.