თურქული სახელმწიფო ტელეკომპანია TRT (Turkish Radio and Television) ავრცელებს ინფორმაციას სათაურით: „თურქეთის შავიზღვისპირა აღმოსავლეთ რეგიონიდან ექსპორტი გაიზარდა“, რომელშიც საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის რეგიონიდან (რომელიც 1921 წლამდე საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის შემადგენლობაში შედიოდა) უცხოეთში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გატანის მაჩვენებლებია გადმოცემული.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
საექსპორტო შემოსავალმა ტრაპიზონიდან, რიზედან, ართვინიდან და გუმუშჰანედან მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 1 მილიარდ 554 მილიონ 612 ათას 362 დოლარს მიაღწია.
როგორც აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის აჰმედ ჰამდი გურდოღანის წერილობით განცხადებაში ნათქვამი, ექსპორტი რეგიონიდან 11 თვეში 24 პროცენტით გაიზარდა.
ამ პერიოდში ყველაზე მეტი ექსპორტი იყო თხილი (723 მილიონ 415 ათას 736 დოლარი), აკვაკულტურა და მეცხოველეობის პროდუქტები (238 მილიონ 615 ათას 817 დოლარი), ლითონები (179 მილიონ 375 ათას 999 დოლარ), ახალი ხილი და ბოსტნეული (162 მილიონ 404 ათას 103 დოლარი), ქიმიკატები (37 მილიონ 861 ათას 778 დოლარი) და ა.შ.
აჰმედ გურდოღანმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში რეგიონის პროდუქცია ექსპორტირებულ იქნა 146 ქვეყანაში. მისივე თქმით, რეგიონიდან ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში, იტალიაში, გერმანიაში, საქართველოში და ჩინეთში განხორციელდა.
მოამზადა სიმონ კილაძემ