თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ჩანაქკალე პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული გასაბერი ნავი ჩაიძირა – დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვია. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ჩანაქკალეს გუბერნატორის განცხადებით, მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, კიდევ ორმა კი წყლიდან ამოსვლა მაშველების მოსვლამდე შეძლო.
სამაშველო ოპერაციაში თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი, 18 ნავი და 500-ზე მეტი მაშველი იყო ჩართული.