თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს ეწვევა

83
spot_img

თურქეთის მმართველი პარტიის ოფიციალური წარმომადგენლის, ომერ ჩელიკის განცხადებით, უახლოეს მომავალში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვიზიტით სოჭში გაემგზავრება, სადაც რუსულ მხარესთან „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხზე იმსჯელებს.

ომერ ჩელიკმა არ დააზუსტა, დაგეგმილია თუ არა ერდოღანის შეხვედრა მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან.

სააგენტო Bloomberg-ის გავრცელებული ინფორმაციით კი, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში გამგზავრებას 8 სექტემბერს გეგმავს, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების მომხრეა, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა და რომელიც რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა.