თურქეთის მალათიის პროვინციაში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი იეშილიურტის რაიონში, 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის ან პრობლემის გამოსავლენად.