” თურქეთის ევროკავშირში და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება სხვადასხვა საკითხია”- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

82
spot_img

თურქეთის ევროკავშირში და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება სხვადასხვა საკითხია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ვფიქრობთ, ეს ცალკე საკითხებია. ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დიდხნიან მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მაგრამ ეს და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება სხვადასხვა საკითხია. ვფიქრობთ, რომ დროა, შვედეთი გაწევრიანდეს ნატო-ში. ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი ამას მხარს დაუჭერს. სახელმწიფო მდივანმა ეს ნათლად განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან საუბრის დროსაც“, – თქვა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, თურქეთის ევროკავშირში მიღება აშშ-ის საქმე არ არის.

„ეს არ არის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება. ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება და, საბოლოო ჯამში, ეს არის ევროკავშირისა და თურქეთის საქმე“, – განაცხადა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის თქმით, შვედეთმა თურქეთის მოთხოვნის შესაბამისად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ახლა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების დროა.

„შვედეთმა გადადგა ნაბიჯები ამ პრობლემების გადასაჭრელად. შვედეთმა შეცვალა კონსტიტუცია, მიიღო ახალი კანონი, დააკავა ტერორიზმში ეჭვმიტანილი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს საკმარისი იყო ამის მოსაგვარებლად. ასე რომ, ახლა დროა, გადავიდეთ შვედეთის სრულ გაწევრიანებაზე, ძალიან მოკლე დროში“, – აღნიშნა მილერმა.