“თურქეთი მზადაა ნებისმიერი დახმარების გაწევისთვის, რათა არ მოხდეს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და რეგიონში ფართოდ გავრცელება”

110
spot_img

თურქეთი კატეგორიულად გმობს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას და აცხადებს, რომ მზადაა, ხელი შეუწყოს სიტუაციის დეესკალაციას.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარა მჭიდრო კავშირშია ყველა შესაბამის მხარესთან.

„ხაზს ვუსვამთ, რომ ძალადობის და ესკალაციის ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია ამ კონფლიქტთან, სარგებელს არავის მოუტანს. თურქეთი მზადაა ნებისმიერი დახმარების გასაწევად, რათა არ მოხდეს მოვლენების შემდგომი ესკალაცია და ფართო რეგიონში გავრცელება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტებს შესაბამის მხარეებთან“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სამინისტრო რეგიონში მყოფ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ.