თურმე ქვეყანა უნდა დაიცვან რუსეთისგან, რომლისგან ერთხელ უკვე „დაიცვეს“, მერე ნახევარი ეკონომიკა და ენერგეტიკა გადაულოცეს, საზღვრები გაუხსნეს და პუტინს ღია გზავნილებს უგზავნიდნენ, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 9 აპრილს დაგეგმილ აქციას ეხმიანება.
„თურმე ხვალ „ნაცმოძრაობა“ აქციას აწყობს, რათა დაიცვას:
- ვაზი, რომელიც ააჩეხინეს;
- ღვინო, რომელშიც ჩაუშარდეს;
- იდენტობა, კულტურა და ტრადიციები, რასაც წლებია ებრძვიან და ანადგურებენ.
კლიპში აჩვენებენ ვაზს, ღვინოს, ეკლესია-ტაძრებს, პირველ პრეზიდენტს.
თურმე ქვეყანა უნდა დაიცვან რუსეთისგან, რომლისგან ერთხელ უკვე „დაიცვეს“, მერე ნახევარი ეკონომიკა და ენერგეტიკა გადაულოცეს, საზღვრები გაუხსნეს, საზღვარზე წითელი ხალიჩა დაუგეს, რუს ბიზნესმენებს იპატიჟებდნენ, რუსული ფულის მიმართ ანოსმია ჰქონდათ და პუტინს ღია გზავნილებს უგზავნიდნენ, მზად ვართ დიალოგისთვის სადაც გაგიხარდებათ, ვისთანაც გაგიხარდებათ, როცა გაგიხარდებათ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ თემაზე, წინაპირობების გარეშეო (უამრავი მასალაა ინტერნეტში). ამ ყველაფერს აკეთებდნენ სამი ომის შემდეგ.
არა რეპრესიებსო, კლიპში ამბობენ. არადა, ხალხმა ზუსტად რეპრესიების გამო უთხრა უარი და ყოველდღე ისევ რეპრესიებით იმუქრებიან.
ახლა გახდნენ ვაზის, ღვინის, ეკლესიის, ოჯახის, კულტურის, ტრადიციების და იდენტობის დამცველები“, – წერს ამირან სალუქვაძე.