თუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს პირველ რიგში გახლავთ „ლელოს“ ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს” ინიციატივაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, „ლელოს“ ლიდერები „ადრე მოსკოვისკენ იყურებოდნენ” და ის მიაჩნდათ ცენტრად, ახლა იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად.
„ჩვენ ახლახან ვნახეთ მამუკა ხაზარაძე როგორ იმყოფებოდა ვაშინგტონში და თავს იწონებდა, რომ აბეზღებდა ქართველებს, სანქციები დაეწესებინათ მათთვის. მას მე მგონი, თავისი წარსულიდან გამომდინარე ვაშინგტონი მოსკოვში ერევა და ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ცენტრში ჩავიდა, რათა დაებეზღებინა საქართველოს მოქალაქეები და მერე გამოვიდა და თავს იწონებდა, რომ აი, ახლა მალე იქნება სანქციები, მოვუყვები ქართველებზეო და ამერიკა დაასანქცირებსო. ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი ერთგულება არ აქვთ. ადრე იყურებოდნენ მოსკოვისკენ და ის მიაჩნდათ ცენტრად და ახლა იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.