,,თუკი ქართველ ხალხს ბრძოლის შეეშინდება, ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული”-ჟიგიმანტას პავილიონისი

4
spot_img

ქართველო ხალხო, თუ დღეს დაიცავ თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუკი ქართველ ხალხს ბრძოლის შეეშინდება, ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული.

„ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღეს დაიცავ შენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში. თუ დღეს ბრძოლის შეგეშინდება, ეს ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და ძალიან რუსული წარსულის დასაწყისი იქნება“, – აცხადებს ჟიგიმანტას პავილიონისი.