“თუ „ოცნება“ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს” – რომან გოცირიძე

17
spot_img

ძალიან კარგად ვიცით, რომ ის საკითხი, რომელიც ეხება არჩევნებს, სასამართლოს, არასდროს შესრულება, მაგრამ არის საკითხები, რაც საერთაშორისო თუ შიდა ზეწოლით, შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც შესრულდეს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა, ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს და თუკი, „ქართული ოცნება“ მას არ შეასრულებს, მაშინ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, მის პოლიტიკურ ჯგუფს წინადადებები ყველა მიმართულებით აქვს.

„ერთი რამ ფაქტია, რომ რამდენჯერაც „ქართული ოცნება“ დარჩა მარტო და კომფორტში, ყოველთვის ეძლეოდა დემაგოგიის საშუალება, რომ ისინი თითქოს და რაღაცას ასრულებენ, ამიტომ უნდა იყო ყოველთვის აქ, ყოველთვის უნდა მიიღო მონაწილეობა და თუკი რეკომენდაციებს არ შეასრულებენ, ის მაინც ეცოდება ჩვენს მოქალაქეებს, რას აპირებენ და რის შესრულებას არ აპირებენ. ის საკითხი, რომელიც ეხება არჩევნებს, სასამართლოს, არასდროს შესრულება და ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ არის საკითხები, სადაც საერთაშორისო თუ შიდა ზეწოლის ძალით შესაძლებელია, რომ ნაწილობრივ მაინც შესრულდეს. ვენეციის კომისიის დასკვნა, რა თქმა უნდა, ასხამს ოპოზიციის წისქვილზე წყალს, ქვეყნისთვის საჭიროა და მის შესასრულებლად არა მარტო ოპოზიცია, არამედ ევროკავშირიც იქნება მონდომებული და თუ არ შეასრულებენ, მაშინ “ქართულ ოცნებას” ძვირი უნდა დაუჯდეს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს,” – განაცხადა გოცირიძემ.