ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.
„ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ მომზადებული თავდაცვისთვის ხმელეთზე და ჰაერში. მზად ვართ სწრაფად გადავიდეთ შეტევაზე ან ვუპასუხოთ. მტერს დიდ ზიანს მივაყენებთ, თუ ის ჩვენზე თავდასხმას გაბედავს“, – აღნიშნა იოავ გალანტმა.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა ბეირუთში ჰეზბოლას მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და ჰეზბოლასთან ერთად შურისძიების პირობას დებენ.