თუ კარგად დავაკვირდებით, განსაკუთრებით გამძაფრდა ჩვენი რადიკალების ისტერიკა მას შემდეგ, რაც მათ ვერ მიიღეს ის გზავნილები დასავლეთის სახელმწიფოების და აშშ -ს მხრიდან, რითაც ისინი ატყუებენ საქართველოს მოსახლეობას, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ
„ისინი ამბობდნენ, რომ საქართველო დაისჯება, ინდივიდუალური სანქციები იქნება, დაგვიჭერენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენ იმისთვის, რომ საერთოდ ვარსებობთ და ა.შ. მათ გზავნილები ვერ მიიღეს და ვერც მიიღებდნენ იმ გზავნილებს, რისი სურვილიც ჰქონდათ. შესაბამისად ეს აღმავალი დინამიკა მათი ისტერიკის, სწორედ ამ გზავნილების შერბილებით და უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანით არის გამოწვეული.
მე ვერ ვიტყოდი, რომ ადეკვატური იყო ის საპასუხო გზავნილი ევროკავშირის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ იმ ჯაშუშობრივი და მოღალატეობრივი წერის გაგზავნის შემდეგ, რომელიც ჩვენმა ოთხმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუგზავნა ევროკავშირს, სადაც პირდაპირ ითხოვდნენ ქვეყნის სუვერენიტეტის მოშლას. მსგავსი წერილი ალბათ 21-ე საუკუნეში არ მოიპოვება და ალბათ ისტორიას შემორჩება ეს წერილი, როგორც სამარცხვინო უნიკალური ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყნის მოქალაქე.
მიუხედავად ამ წერილისა, მათ ბუნებრივია ვერ მიიღეს ის გზავნილები და ის პასუხი ევროკავშირის მხრიდან, რომელიც მათ სურდათ იმისთვის, რომ დაენგრიათ ეს ქვეყანა. სამაგიეროდ ჩვენ მოვისმინეთ ის, რაც მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან, რაღაც უცნაური მისია, რომელიც უნდა მოგვევლინოს და გაურკვეველია რა უნდა შეისწავლოს. იმიტომ, რომ ევროკავშირს აქ წარმომადგენლობა ჰყავს, რომელიც წლებია ფუნქციონირებს და ბატონი ელჩი ლამის „ქართულ ოცნებაზე“ კარგად არის ინფორმირებული, როგორც არჩევნების შედეგების, ასევე მოსახლეობის განწყობების შესახებ“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.