თუ დავიჭერთ ღირსეულ პოზიციას, ქართველ ხალხთან ერთად, მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვინდა – ეს არის მოლაპარაკებების გახსნა, არ შეიძლება, ქართველ ხალხს უთხრა უარი მოლაპარაკებების გახსნაზე – ირაკლი კობახიძე

12
spot_img

თუ  დავიჭერთ ღირსეულ პოზიციას, ქართველ ხალხთან ერთად, მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის იმ შედეგს, რომელიც გვინდა რომ მივიღოთ, ეს არის მოლაპარაკებების გახსნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველ ხალხს არ შეიძლება, უთხრა უარი მოლაპარაკებების გახსნაზე.

„ზუსტად ისევე დალაგდება ყველაფერი, როგორც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში. მაშინაც იყო უამრავი უსამართლობა, ძალიან უხეში განცხადებები.  შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა 3  სხვადასხვა უსამართლო რეზოლუცია დაამტკიცა, საუბარი იყო კრიმინალების, დამნაშავეების გათავისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. 400-ზე მეტი ხმით დამტკიცდა ერთ-ერთი რეზოლუცია, მათ შორის. იქაც იყო არანაკლები უსამართლობა, ამაზე ნაკლები არაფერი ხდებოდა, რაც მოვისმინეთ გუშინ კონგრესში და სენატში, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ აჩვენებ ღირსეულ პოზიციას, ყოველთვის მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის. ეს გამოჩნდა, მათ შორის, 2022-2023 წლებში. თუ აქაც დავიჭერთ ღირსეულ პოზიციას, ქართველ ხალხთან ერთად, მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის იმ შედეგს, რომელიც გვინდა რომ მივიღოთ – ეს არის მოლაპარაკებების გახსნა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებების გახსნა სავაჭროდაც არ არის მაინცდამაინც ძლიერი ინსტრუმენტი. არა მარტო არსებითი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მოლაპარაკებებს წელს გაგიხსნიან და 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი, თუ მომავალ წელს გაგიხსნიან და ისევ 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი. არაფერი იცვლება რეალურად, წელს იქნება თუ გაისად, საბოლოო ჯამში, მაინც ორიენტირი არის განსაზღვრული 2030 წელთან მიმართებით. ეს უკავშირდება როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, ასევე, საქართველოს. ამიტომ, სავაჭრო და შანტაჟის ინსტრუმენტადაც არ ვარგა, როგორც ასეთი, მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილება. ქართველ ხალხს არ შეიძლება, უთხრა უარი მოლაპარაკებების გახსნაზე”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.