თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ განახლებაზე ისევ მუშაობს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთში, შესაძლოა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შედგეს, ამის შემდეგ კი – თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა.
აღნიშნული განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნგრეთში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას გააკეთა.
„პუტინთან სატელეფონო საუბრების მიზანს „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით რუსეთის დადებითი დამოკიდებულება წარმოადგენს. სექტემბერში ინდოეთში G20-ის შეხვედრა გაიმართება, შემდეგ კი გაეროს გენერალური ასამბლეა – აშშ-ში. თუ ამ დაძაბულ გრაფიკში გამოვნახავთ შესაძლებლობას, პუტინს აუცილებლად პირისპირ შევხვდები”, – განაცხადა ერდოღანმა.